მოგესალმებათ Ubuntu 8.10!
პროექტი უბუნტუ დაფუძნებულია უბუნტუს ფილოსოფიის იდეებზე: კომპიუტერული პროგრამები უფასო, პროგრამული ხელსაწყოები კი ლოკალურ ენებზე უნდა იყოს და მოხმარებელს უნდა შეეძლოს საკუთარი საჭიროებისამებრ პროგრამების მორგება და შეცვლა.
უბუნტუს დახმარების მიღება:
არსებობს უამრავი ხერხი.
უბუნტუს ინსტრუქციები და დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია თქვენი სისტემის მენიუდან "დახმარების" არჩევით. დახმარების მიღება აგრეთვე შესაძლებელია ოფიციალურ დოკუმენტაციის ვებ-გვერდზე და საზოგადოების მიერ მხარდამჭერილ დოკუმენტაციაში.
თუ პიროვნული კონტაქტი გირჩევნიათ,შეგიძლიათ გამოიყენოთ დაგზავნის სიები, ვებ-ფორუმები,ან ისაუბროთ საზოგადოებასთან Freenode IRC არხზე: #ubuntu ან ქართულ #ubuntu-ge-ზე.
თვენ აგრეთვე შეგიძლიათ კომერციული მხარდაჭერის მოპოვებაც.
მიიღეთ მონაწილეობა უბუნტუში:
უბუნტუს საზოგადოება შედგება პროგრამისტების,დოკუმენტაციების შემქმნელების,მთარგმნელების,გრაფიკული დიზაინერებისა და რაც მთავარია, უბუნტუს ყოველდღიური მომხმარებლებისგან. გიწვევთ უბუნტუს საზოგადოებაში რათა დაგვეხმაროთ უბუნტუს ისეთ ოპერაციულ სისტემად გადაქცევაში,რომელიც თქვენს მოთხოვნებს უკეთ დააკმაყოფილებს.
მონაწილეობის მიღების შესახებ ინფორმაციისათვის ეწვიეთ უბუნტუს გვერდს, ან უბუნტუ ლინუქსის ქართველ თარჯიმანთა ოფიციალურ გვერდს.